მთავარიევროპაუკრაინარაფაელ გროსი ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხო ზონის შექმნის შესახებ საუბრობს

რაფაელ გროსი ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხო ზონის შექმნის შესახებ საუბრობს

უკრაინაში ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არ წყდება ვნებათაღელვა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი მზადაა, ჩავიდეს უკრაინასა და რუსეთში, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები ზაპორიჟიის ატუმურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით. მისი აზრით, ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ობიექტის ირგვლივ უსაფრთხო ზონა უნდა შეიქმნას.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მზადაა, მიმდინარე კვირას ჩავიდეს უკრაინასა და რუსეთში და გააგრძელოს კონსულტაციები უკრაინაში ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

რაფაელ გროსი რუსეთსა და უკრაინას ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხო ზონის შექმნას სთავაზობს. მისი თქმით, ორივე მხარეს ეკრძალება ამ ტერიტორიის დაბომბვა.

რაფაელ გროსი ამბობს, რომ სანამ ომი დასრულდება, მათ, როგორც სააგენტომ, ყველა საშუალებას უნდა მიმართონ, რომ თავიდან აიცილონ ბირთვული კატასტროფა, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ ვითარებას.

ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლის დროს რაფაელ გროსმა   ატომურ ელექტროსადგურთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღშფოთება გამოხატა. მისთვის წარმოუდგენელია, როგორ ესვრიან  ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს.

ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური რუსულმა ძალებმა უკრაინაში შეჭრიდან მალავე, 4 მარტს, დაიკავეს. მის გარშემო ხშირად ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend