უკრაინა რუსეთს აფრთხილებს, რომ სასწრაფოდ განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა დროულად შეკეთდეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც უკრაინელი და რუსი ჯარისკაცების შეტაკებისას დაზიანდა.
სარეზერვო დიზელის გენერატორი ელექტროსადგურს დენით მხოლოდ 48 საათით უზრუნველყოფს. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ საწვავი, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსაგურის გულშია, უკვე 20 წელზე მეტია გრილდება.
პროფესორ რობინ უილიამ გრაიმსის აზრით, თუ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მოქმედ რეაქტორს, ეს გამოიწვევს ბირთვის გადახურებას და შესაძლოა საერთოდაც გადნეს. თუმცა მის თქმით, ეს რეაქტორები უკვე დიდი ხანია გამორთულია, შესაბამისად, ტემპერატურაც დაცემულია, ნარჩენი სითბოც ნელ-ნელა ქრება, ამიტომ რეაქტორს აღარ ემუქრება გადნობის საშიშროება.
მიუხედავად ამისა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ გაითიშა ატომური ელექტროსადგურის მონიტორინგის სისტემები. ისინი მოითხოვენ, რომ ინსპექტორები დროულად მივიდნენ სადგურზე.