მთავარიევროპაუკრაინა„უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რათა რუსეთი უკრაინაში შეჭრისა და ომის დანაშაულის გამო...

„უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რათა რუსეთი უკრაინაში შეჭრისა და ომის დანაშაულის გამო გასამართლდეს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე, უკრაინის პრეზიდენტის გზავნილს იზიარებენ მსოფლიო ლიდერები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლილსას მსოფლიო ლიდერებს იმ მექანიზმების შემუშავებისა და გაძლიერებისკენ მოუწოდა, რომლითაც რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში შეჭრისთვის და იქ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებისთვის.

„უკრაინასაც და ევროპასაც, ისევე როგორც სრულიად მსოფლიოს მშვიდობა სურს. ახლა კარგად ჩანს ის ერთდაერთი ძალა, რომელსაც ომი უნდა. გაეროს წევრთა შორის კი არის ერთი სუბიექტი, რომელიც ჩემს სიტყვით გამოსვლასაც შეუშლიდა ხელს, რომ შეეძლოს და იტყოდა, რომ კმაყოფილია თავისივე წამოწყებული ომით. უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, სადაც რუსეთი უკრაინაში შეჭრისა და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების გამო გასამართლდება. ეს კი იქნება სიგნალი ყველა აგრესორისთვის, პატივი სცენ მშვიდობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო მათ პასუხს აგებინებს“ – განაცხადა უკრაინის პრეიზდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ მალევე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ 215 ტყვე დაიბრუნა, რომელთა შორის არიან აზოვსტალის მებრძოლები და აზოვის პოლკის მეთაურები. ქვეყნის მთავრობის ცნობით, ისინი 55 ტყვეში გაცვალეს.

მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საუბრობდნენ, ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა ე.წ. პატრიოტულ ღონისძიებაზე, სადაც  თქვა რომ რუსეთი მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის.

„იყო პატრიოტი, ეს არის რუსი ხალხისა და ბუნების არსი. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ჩვენი გმირები, ჯარისკაცები, ოფიცრები, მოხალისეები ავლენენ უმაღლეს ადამიანურ თვისებებს. იბრძვიან მამაცურად, მხარდამხარ, როგორც ძმები, დონბასის ხალხის გადასარჩენად. იბრძვიან იმისთვის რომ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თავზე მშვიდობიანი ცა იყოს, იბრძვიან მათი მშობლიური ქვეყნისთვის, რომელიც მუდამ იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი“ – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას კი სულ უფრო მეტი ქვეყანა გმობს. მსოფლიო ლიდერები გმობენ პუტინის მუქარას, რომ ბირთვულ იარაღის გამოყენების შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend