მთავარიევროპაუკრაინაატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ზაპოროჟიეს სადგურის ტერიტორიაზე რჩებიან

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ზაპოროჟიეს სადგურის ტერიტორიაზე რჩებიან

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) თავის წარმომადგენლებს დატოვებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა:

“ვასრულებთ ჩვენს დიდი ხნის ნანატრ ვიზიტს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურში. ახლახან დავამთავრეთ პირველი ტური იმ საკვანძო ტერიტორიებზე, რომლებიც  ყველაზე მეტად გვინდოდა გვენახა ამ ობიექტის ინსპექტირების დროს. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩემი გუნდი რჩება ქარხნის ტერიტორიაზე“.

ექსპერტებმა სადგურზე დაახლოებით ოთხი საათი დაყვეს. მისიის ცხრა მანქანიდან ოთხმა უკვე დატოვა ტერიტორია.

რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიის სადგური უკრაინაში შეჭრიდან მალევე ჩაიგდეს ხელთ. მას შემდეგ ოფიციალური კიევი და მოსკოვი არაერთხელ ადანაშაულებდნენ ერთმანეთს ტერიტორიაზე ცეცხლის გახსნაში.

„სადგურის ტერიტორიის დემილიტარიზაცია უკრაინის მიზანია. ცუდია, რომ ჯერ არ მოგვისმენია შესაბამისი გზავნილები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ვისაუბრეთ ბატონ გროსისთან შეხვედრის დროს კიევში. ეს იყო ჩვენი შეთანხმებების გასაღები, უსაფრთხოების მთავარი პუნქტი. ეს ნათლად იყო ასახული. დემილიტარიზაცია და სრული კონტროლი ჩვენი ბირთვული მუშაკების მიერ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კალინინგრადში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი ლიეტუვიდან ტვირთების ტრანზიტის საკითხს განიხილავს.

ივნისში ლიეტუვამ შეწყვიტა კალინინგრადისკენ მიმავალი გარკვეული საქონლის ტრანზიტი თავისი ტერიტორიის გავლით. თუმცა, მოსკოვის პროტესტისა და მუქარის შემდეგ, ევროკავშირმა ვილნიუსს სთხოვა რუსული საქონლის სარკინიგზო ტრანსპორტის ნებართვა, სამხედრო აღჭურვილობის გამოკლებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend