მთავარიევროპაპორტუგალიაპორტუგალიაში ექიმების ნაკლებობის გამო, შესაძლოა ზოგიერთი საავადმყოფო დაიხუროს

პორტუგალიაში ექიმების ნაკლებობის გამო, შესაძლოა ზოგიერთი საავადმყოფო დაიხუროს

პორტუგალიაში საჯარო საავადმყოფოებში მეან-გინეკოლოგების ნაკლებობამ შესაძლოა ზოგიერთი საავადმყოფოს დახურვა გამოიწვიოს. სხვა გამოსავალს მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ ხედავს პორტუგალიაში მეანობის ცენტრის პრეზიდენტი.

სამუშაო ჯგუფი ივნისში შეიქმნა, რათა დაძლიოს სამეანო გადაუდებელი სიტუაციების კრიზისი. ფეხმძიმე ქალები იძულებული არიან, მშობიარობისთვის რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ საავადმყოფოებს მიმართონ.

„ივლისისა და აგვისტოში ვმუშაობდით მეან-გინეკოლოგიისა და ახალშობილთა ზრუნვის რეორგანიზაციაზე. ვფიქრობთ, რომ ეს იმოქმედებს რესურსების კონცენტრაციაზე, ანუ ზოგიერთ საავადმყოფოს არ შეუძლია გადაუდებელი დახმარების გაწევა ორსული ქალისთვის“, – ამბობს პორტუგალიაში მეანობის ცენტრის პრეზიდენტმა დიოგო აირეს დე კამპოსმა.

პორტუგალიის რამდენიმე საავადმყოფოს ამ ზაფხულს ექიმების ნაკლებობის გამო რამდენჯერმე მოუწია სამეანო-გინეკოლოგიური გადაუდებელი დახმარების ცენტრის დახურვა.

კრიზისის დროს, ნეონატოლოგიაში ვაკანსიების არარსებობის გამო ორი ბავშვი დაიღუპა, ორსული ქალი კი სხვა საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება. ჯანდაცვის მინისტრს კი თანამდებობის დატოვა მოუწია.

დიოგო აირეს დე კამპოსის თქმით,  პორტუგალიის სამხრეთით ჯანდაცვის ეროვნული სამსახური მეან-გინეკოლოგიის 200/250 სპეციალისტით უნდა გაძლიერდეს. ბოლო წლებში პორტუგალიაში იმატებს დედათა სიკვდილიანობა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 38 წლის განმავლობაში.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend