კატეგორიები

მექსიკაში წელს 15 ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში წელს 15 ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს.

ცნობილია, რომ მხოლოდ წელს მექსიკაში 15 ჟურნალისტი მოკლეს. ბოლო მსხვერპლი კი ფრედინ რომან რომანი იყო. ის ონლაინ საინფორმაციო გადაცემის წამყვანი იყო და სწორედ პროფესიული ნიშნით დევნის გამო, ორშაბათს მექსიკის სამხრეთის შტატ გერეროში დახვრიტეს. ეს შტატი ნარკობანდებით და შეიარაღებული უკანონო ჯგუფებით არის ცნობილი. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ.

“კიდევ ერთხელ იძულებული ვართ ხმა ავიმაღლოთ და არამხოლოდ პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის, არამედ სიცოცხლისთვის ვიბრძოლოთ. უკვე სერიოზულად დგას ამ ქვეყანაში ეს პრობლემა. გამოძიებები უშედეგოა. ჩვენი კოლეგის ფრედინ რომან რომანის მკვლელობა ბოლო წერტილია, რასაც მთავრობას არ ვაპატიებთ. საკმარისია!”, – განაცხადა ჟურნალისტმა ჯონათან კუევასმა.

მკვლელობების გარდა, მედიის წარმომადგენლებზე ხშირია სხვადასხვა სახის ძალადობა, გატაცებები და მუქარები. მექსიკა ჟურნალისტური საქმიანობის უსაფრთხოების მხრივ საშიშ ქვეყნებს მიეკუთვნება.

Related news
მექსიკაში ეროვნულ გვარდიასა და ნარკოკარტელებს შორის მომხდარი შეტაკებისას გვარდიის 25 წევრი დაიღუპა ხალისკოს ახალი თაობის კარტელის ლიდერი, ნემესიო ოსეგერა სერვატესი, იგივე „ელ მენჩო” მოკლეს
სხვა ამბები