კატეგორიები

პორტუგალიაში ტყის ხანძრების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

პორტუგალიაში ტყის ხანძრების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

პორტუგალიის მოქალაქეებმა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღეს გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ძლიერი გვალვისა და ქარის გამო, ტყეებში ცეცხლის გაჩენის რისკი მატულობს.

ხელისუფლება სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაანთონ ცეცხლი არცერთი ფორმით.

ხელისუფლების განკარგულებით, ასევე აიკრძალა ტყეში შესვლა.

საგანგებო რეჟიმი გუშინ ამოქმედდა და სამშაბათამდე შენარჩუნდება.

პორტუგალიაში ხანძრების შედეგად წელს 92 000 ჰექტარი მიწის ფართობი განადგურდა.

ლისაბონთან ახლოს ცეცხლის უკანასკნელი კერების ჩაქრობა მეხანძრეებმა 20 აგვისტოს შეძლეს. პორტუგალიის მეზობელ ესპანეთში ხანძრებს უკვე მეხუთე დღეა, ვერ აქრობენ. ვალენსიაში ცეცხლს 35 თვითმფრინავი ებრძვის.

Related news
პორტუგალიაში წყალდიდობის შედეგების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტმა კანდიდატმა გაიმარჯვა
სხვა ამბები