კატეგორიები

ევროკავშირმა ირანისგან ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ პასუხი მიიღო

ევროკავშირმა ირანისგან ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ პასუხი მიიღო

ბრიუსელში ირანის მთავრობისგან მიიღეს პასუხი ევროკავშირის შეთავაზებაზე, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეთანხმების განახლებას ითვალისწინებს.

ევროკომისიის სპიკერი ნაბილა მასრალი ადასტურებს, რომ  ირანის წარმომადგენლებისგან მიიღეს პასუხი. ევროკომისია ამჟამად დეტალურად სწავლობს და განიხილავს ამ საკითხს სხვა მონაწილეებთან ერთად.

მრავალწლიანი რთული მოლაპარაკებების მიზანი იყო, დასავლეთს მიეღო გარანტიები,  რომ ირანი ბირთვულ პროგრამას შეიარაღების შესაქმნელად არ გამოიყენებდა.

შეთანხმება ძალაში 2015 წელს შევიდა, თუმცა 3 წლის შემდეგ ჩაიშალა. აშშ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს შეთანხმებიდან გავიდა  და თეირანს სანქციები დაუწესა.

ჯო ბაიდენის მოსვლის შემდეგ თეთრ სახლში შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა.  გასული 16 თვის განმავლობაში გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი,  ჩინეთი და შეერთებული შტატებიც კი ირანს შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებდნენ.

დაკავშირებული ამბები
ირანში 2025 წელს სიკვდილით 1 639 ადამიანი დასაჯეს თეირანი მოჯთაბა ხამენეის განცხადებას ავრცელებს, დასავლური მედია კი მის უგონო მდგომარეობის შესახებ წერს
სხვა ამბები