მთავარიევროპანორვეგიანორვეგიაში ლომვეშაპის დაძინების გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ

ნორვეგიაში ლომვეშაპის დაძინების გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ

ნორვეგიაში ლომვეშაპის დაძინების გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. ოსლოს ერთ-ერთი ყურეში 600-კილოგრამიანი ლომვეშაპი, სახელად ფრეია დააძინეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ცხოველი საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა.

„მოქალაქეებისთვის უნდა ეთქვათ, რომ მორიდებოდნენ. ის ძალიან იშვიათი ცხოველია. საინტერესოც იყო, აქ რომ იყო.  უნდა დალოდებოდნენ; ეს ცხოველი თავის თავდაპირველ ადგილსამყოფელს ყოველთვის უბრუნდება. მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს,“ – ამბობს ულფ სვინი, რომელსაც ოსლოს ყურეში ნავი ჰყავს.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმება კიდევ ერთო ადგილობრივი იან სკეიენი.

„ეს სან-ფრანცისკოში რომ მომხდარიყო, სადაც ბევრჯერ ვყოფილვარ, აუცილებლად დაგაპატიმრებდნენ. მათ განსხვავებული მიდგომა აქვთ. იქ ცხოველთა – ვეშაპების, ცალნამგალა ვეშაპებისა თუ სელაპების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები აქვთ“, – მიიჩნევს სკეიენი.

ცხოველთა მოყვარულები გაფრთხილებული იყვნენ, რომ ლომვეშაპთან ახლოს არ მისულიყვნენ. ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ის ოსლოს ყურეს მალე დატოვებდა.

თუმცა ნორვეგიის მეთევზეობის დირექტორატმა კვირას დილით მიიღო გადაწყვეტილება, ცხოველი დაეძინებინათ, რადგან მიიჩნიეს, რომ ის საფრთხეს უქმნიდა ადამიანებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend