ხორვატიაში სამხედრო საჰაერო კომპონენტების ჩვენებითა და ფეირვერკით აღნიშნეს ახალი ხიდის გახსნა, რომელსაც ასე დიდხანს ელოდნენ. ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ქვეყნის ადრიატიკის სანაპიროებს. პელეშაცის ხიდის გახსნის ფორმალურ ცერემონიას ოფიციალური პირები და სტუმრები ესწრებოდნენ. ხიდი ევროკავშირის თანადაფინანსებითა და ჩინური კომპანიიის მიერაა აგებული.
ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, ეს არის ისტორიული დღე ხორვატიისთვის, იგი სიხარულის, სიამაყისა და მადლიერების გრძნობითაა აღსავსე.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ვიდეოზარის მეშვეობით გამოეხმაურა ევროკავშირისა და ჩინეთის თანამშრომლობას.
ლი კეციანი აღნიშნავს, რომ ეს ხიდი ასახავს მეგობრულ ურთიერთობებს ჩინეთსა და ხორვატიას შორის. ის ასევე ჩინური და ევროპული თანამშრომლობის მაგალითია. ჩინურმა კომპანიებმა კონკურენციისა და ბაზრის ყველა პირობების დაცვით საჯარო ტენდერებში გაიმარჯვეს.
ოფიციალური გახსნის ცერემონიამდე ხიდი ფეხით მოსაირულეებისთვის გაიხსნა. ამიტომ ხორვატებმა პირველებმა გადაკვეთეს იგი. 2.4-კილომეტრიანი ნაგებობის მშენებლობა 526 მილიონი ევრი დაჯდა და იგი კონტინენტს სამხრეთით – პელეშაცის ნახევარკუნძულთან აკავშირებს. ეს საუკეთესო გზაა ქალაქ დუბროვნიკთან დასაკავშირებლად.