მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში რუსი ვიზიტორების სიმცირე ტურიზმისთვის გამოწვევას არ წარმოადგენს

საბერძნეთში რუსი ვიზიტორების სიმცირე ტურიზმისთვის გამოწვევას არ წარმოადგენს

პანდემიის გამო დაწესებული ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ მოგზაურობაზე მოთხოვნა იზრდება. თუმცა იმ ავიაკომპანიებსა და აეროპორტებში, რომლებსაც კოვიდ-19-ის კრიზისის გამო სამუშაო ადგილების შემცირება მოუწიათ, ახლა რთული ვითარებაა.

სხვა პრობლემებთან ერთად აეროპორტებში გრძელი რიგებია, გახშირდა ბარგის დაკარგვის შემთხვევებიც. თუმცა საბერძნეთი, რომელსაც ყოველ წელს მილიონობით ტურისტი სტუმრობს, როგორც ჩანს, ამ მხრივ მაინც გამონაკლისია.

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი ვასილის კიკილიასი ამბობს, რომ ბევრი მოწესრიგებული ევროპული ქვეყნის აეროპორტში რთული ვითარებაა. მათ პრობლემები აქვთ გრაფიკთან, თანამშრომლების სიმცირესა და დაგვიანებებთან დაკავშირებით.  თუმცა ათენისა და საბერძნეთის რეგიონულ აეროპორტებში მსგავსი პრობლემა არ არსებობს.

საბერძნეთმა წელს კარგი სტარტი აიღო. ამ სეზონზე  მხოლოდ ამერიკის უდიდესი აეროპორტებიდან 500 000 სტუმარს ელიან. ქვეყანა ასევე პოპულარულია ფრანგი დამსვენებლებისთვისაც. მიუხედავად კარგი ამბისა, წელს ქვეყანაში ვერ ჩამოვლენ რუსი ტურისტები და ვერც ვიზიტიორები ჩინეთიდან, რადგან მათთვის კორინავირუსის გამო შეზღუდვებია დაწესებული.

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი ვასილის კიკილიასი ამბობს,  რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ცოტა ტურისტი ჩამოდიოდა რუსეთიდან. ამიტომ  ეს მათთვის სერიოზული გამოწვევა არ ყოფილა. რუსეთიდან 2020 წელს 50 000 ვიზიტიორი შემოვიდა, 2021-ში კი – 120 000,  ეს რაოდენობა კი წელს საბერძნეთში ჩამომსვლელი დამსვენებლების მხოლოდ 0.5 პროცენტს შეადგენს.

ტურიზმის სამინისტრო ეცდება, გაახანგრძლივოს ტურისტული სეზონი. საბერძნეთში შემოდგომაზეც კარგი ამინდებია. შესაბამისად, ტურისტების მოზიდვა ნოემბრამდეა შესაძლებელი.

ვასილის კიკილიასი ყოველთვის ამტკიცებს, რომ ტურიზმის ინდუსტრია ბერძნული ეკონომიკის საკვანძო წერტილია, რადგან ეკონომიკაში შესული ყოველი 4 ევროდან 1 ტურიზმიდან შედის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend