მთავარიევროპაპორტუგალიაპლანეტისა და ოკეანეების დაცვა ახლა ახალგაზრდების ხელშია - ახალგაზრდებისა და ინოვაციების ფორუმი...

პლანეტისა და ოკეანეების დაცვა ახლა ახალგაზრდების ხელშია – ახალგაზრდებისა და ინოვაციების ფორუმი პორტუგალიაში

ლისაბონი მიმდინარე კვირას ოკეანეებისა და კლიმატის საკითხების განსახილველად  ახალგაზრდებსა და მსოფლიო ქვეყნების მეთაურებს მასპინძლობს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დი სოზამ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

პლანეტისა და განსაკუთრებით ოკეანეების დაცვა ახლა ახალგაზრდების ხელშია. სწორედ  ეს იყო   მთავარი გზავნილი პორტუგალიაში კარკაველუშის სანაპიროზე გამართულ ახალგაზრდულ და ინოვაციურ ფორუმზე.

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში წასახალისებლად ფორუმზე ცნობილი მსახიობი ჯეისონ მომოაც გამოჩნდა.

შეკრებილებს პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დი სოზამ მიმართა.

მან ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ თავად  იბრძოლონ კლიმატის საკითხისა თუ ოკეანეების პრობლემის მოსაგვარებლად. მისი აზრით, ახალგაზრდები ზედმეტად არ უნდა მიენდონ მთავრობებს. თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებიც მუდამ მათ გვერდით იქნებიან, მაგრამ ასეთი, სამწუხაროდ, ბევრი არაა.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში კი თავისი თაობის სახელით ბოდიშს უხდის ახალგაზრდა თაობას ოკეანეების, ბიომრავალფეროვნებისა და  კლიმატთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ოკეანეების პრობლემებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ლისაბონში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. მას ყველა კონტინენტიდან  ესწრებიან სახელმწიფოთა მეთაურები.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend