მთავარისპორტი„გოლდენ სტეიტი" NBA-ის ჩემპიონია

„გოლდენ სტეიტი” NBA-ის ჩემპიონია

“გოლდენ სტეიტ უორიორსი” ენბიეის ჩემპიონია. ფინალურ სერიაში სტივ კერის გუნდმა “ბოსტონ სელტიკსი” 4:2 დაამარცხა და ბოლო 8 წელიწადში ენბიეის ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა. კალიფორნიელებმა ბოლო შეხვედრა ბოსტონში  103:90 მოიგეს. ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ სტეფ კარი დასახელდა, რომელიც საშუალოდ 32 ქულას აგროვებდა, ბოლო შეხვედრაში კი 34 ქულა ჩააგდო.

სტეფ კარიმ ფინალების საუკეთესო მოთამაშის პრიზი პირველად დაიმსახურა. 34 წლის კალათბურთელი რეგულარული სეზონის ემვიპი ორჯერ გახდა, ენბიეის ჩემპიონი ოთხჯერ, “გოლდენ სტეიტის” ისტორიაში მას ყველაზე მეტი ქულა, შედეგიანი გადაცემა და ჩაგდებული სამქულიანი აქვს.

„ ჩემპიონები მეოთხედ გავხდით, თუმცა ეს სეზონი განსაკუთრებულია. ბოლო სამი წელი ძალიან რთული იყო, უამრავი ტრავმა გვქონდა და გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. ენდრიუ უიგინსი შემოგვიერთდა, ახალგაზრდა მოთამაშეებმა ირწმუნეს, რომ ამ დონეზე თამაში კვლავ შეგვეძლო. შესაძლოა, ჩვენი ბევრს არავის სჯეროდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე, დრეიმონდ გრინმა, კლეი ტომპსონმა და ანდრე იგუდალამ ბეჭედი მეოთხედ მოვიპოვეთ. ეს შესანიშნავი გრძნობაა. ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ და გუნდის ყველა წევრის წვლილი უმნიშვნელოვანესია. ვამაყობ თითოეული მათგანით,”- განაცხადა მატჩის შემდეგ სტეფ კარიმ.

მატჩის შემდეგ “გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრნთლემა, სტივ კერმა სტეფ კარის შესახებ ისაუბრა.

„ჩემი გუნდის თითოეული წევრით აღფრთოვანებული ვარ, თუმცა სტეფ კარის გარეშე ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა. არაერთი შესანიშნავი მოთამაშე გვყავდა და გვყავს, თუმცა სტეფი არის ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი, ისევე როგორც ტიმ დანკანი იყო „სან ანტონიოსთვის“. მას ახლა მხოლოდ ოლიმპიური მედალი აკლია და იმედი მაქვს 2024 წლის ოლიმპიადაზე ითამაშებს,” – ამბობს სტივ კერი.

აღსანიშნავია, რომ მოპოვებული 4 ბეჭდიდან 2 “გოლდენ სტეიტმა” ზაზა ფაჩულიასთან ერთად მოიგო, რომელის NBA-ის ერთადერთი ქართველი ჩემპიონია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend