მთავარიევროპაშვეიცარიადავოსი 2022: ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ფორუმის პირველი მომხსენებელია

დავოსი 2022: ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ფორუმის პირველი მომხსენებელია

შვეიცარიის ქალაქი დავოსი 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის საგანგებოდაა მომზადებული.

პანდემიის გამო ფორუმი გარკვეული დროით გადაიდო. ახლა კი მსოფლიო ლიდერები და ბიზნესის წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ.

განსახილველ თემებს შორისაა COVID-19-ით გამოწვეულ პანდემია და მასთან გამკლავების გზები. საუბარი იქნება კლიმატის ცვლილებაზეც, რომელიც დავოსში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა, დღის წესრიგის მთავარი თემა მაინც უკრაინის ომია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 23 მაისს დავოსში პირველი მომხსენებელი იქნება.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ ესპანელი პოლიტიკოსი პედრო სანჩესი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

საინტერესოა, რას იტყვიან პოლიტიკოსები, ოფიციალური პირები თუ ბიზნესის წარმომადგენლები, როგორ შეიძლება გაუმკლავდნენ უკრაინის ომის იმ გრძელვადიან შედეგებს, რომლებიც მომავალში მსოფლიოზეც აისახება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend