კატეგორიები

კარლოს ალკარასმა მადრიდის ტურნირი მოიგო

კარლოს ალკარასმა მადრიდის ტურნირი მოიგო

19 წლის კარლო ალკარასი მადრიდის მასტერსის გამარჯვებულია. ესპანელმა თინეიჯერმა ფინალურ მატჩში ოლიმპიური ჩემპიონი, ალეკსანდრ ზვერევი 2:0 დაამარცხა.

ალკარასმა მადრიდის ტურნირზე მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებს აჯობა, მან მეოთხეფინალში თანამემამულე რაფაელ ნადალი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ნოვაკ ჯოკოვიჩს სძლია.

აღსანიშნავია, რომ ამავე ტურნირზე ალკარასმა საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც დაამარცხა.

მადრიდის ტურნირზე ქალთა შორის გამარჯვებული ონს ჟაბური გახდა.

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები