მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა

საბერძნეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა

საბერძნეთში საზაფხულო ტურისტული სეზონი ახლოვდება. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში აცხადებენ, რომ მოიხსნა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ფრენებზე კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა.

თუმცა თვითმფრინავსა და აეროპორტში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა.  აქამდე მოგზაურებს მოეთხოვებოდათ ვაქცინაციის ან ვირუსის გადატანის დამადასტურებელი საბუთის ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

ტურისტები კმაყოფილი არიან ამ გადაწყვეტილებით, რადგან მათ უკვე  თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება. მათ  იმედი აქვთ, რომ ტურიზმის აღდგენის შემდეგ უფრო ლაღად იგრძნობენ თავს და შესაბამისად გაატარებენ დროს.

დროებით გაუქმდა ვაქცინაციის სერტიფიკატები. ახალი წესი პირველი მაისიდან 31 აგვისტომდე იმოქმედებს, აგვისტოში კი კიდევ ერთხელ გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას.

სტივენს, რომელიც შეერთებული შტატებიდან არის, აკროპოლისის მუზეუმში პირბადის გაკეთება მოსთხოვეს,  თუმცა  ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა არ დასჭირვებია.

საბერძნეთში ასევე გაუქმდა რეგულაცია, რომელიც შიდა სივრცეებში მომხმარებელთა რაოდენობას ზღუდავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend