საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, სააგენტო Ruptly-დან, რომელიც ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ (RT) პროპაგანდისტული არხის სისტემაში შედის, ჟურნალისტები მიდიან.
Reuters-მა მოიპოვა თანამშრომლების თათბირის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჟურნალისტები პრეტენზიას გამოთქვამდნენ იმის თაობაზე, რომ მათ ავალდებულებდნენ გაეშუქებინათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ისე, რომ სიტყვა ომის ნაცვლად გამოეყენებინათ „სამხედრო სპეცოპერაცია“.
Reuters-მა Ruptly -ის მარკეტინგის ხელმძღვანელს შონ ლინს ოფიციალური კომენტარისთვის მიმართა რაზეც მან ერთი წინადადებით უპასუხა: „უკაცრავად. 25 თებერვლიდან მე აქ აღარ ვმუშაობ”.