მთავარიაზიასირიაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მძიმე ყოფა სირიაში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მძიმე ყოფა სირიაში

სირიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრება არასდროს ყოფილა მარტივი,  თუმცა ომმა კიდევ უფრო გაამწვავა მათი პრობლემები. იმან აბდულ-რაზიკ ამალუნამ მათი გულისტკივილი გაიზიარა და გახსნა სპეციალური ცენტრი, სადაც განსაკუთებული საჭიროებების მქონე ადამიანებს დახმარებასა და მხარდაჭერას სთავაზობენ.

იმანი ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირები სირიის საზოგადოებისგან გარიყულები არიან. პირველ რიგში, ამ ადამიანებს ცენტრში ფსიქოლოგიური მხარდაჭერა აღმოუჩინეს.  მას მიაჩნია, რომ ასეთი ცენტრი ბავშვებსაც ეხმარება განვითარებაში. სამწუხაროდ, სხვა სკოლები ასეთ მოსწავლეებს არ იღებენ. იმანს იმედი აქვს, რომ 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებთანაც იმუშავებს, რომ მომავალში მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, გავიდნენ შრომის ბაზარზე.

იმანმა ცენტრის დაარსება იმ მეგობრების დახმარებით შეძლო, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ის ახლა 35 მოსწავლესთან სრული დატვირთვით მუშაობს. ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პედაგოგებსაც ასაქმებს. მასწავლებლები სწორედ ამ ნიშნით აარჩიეს.

იმანი ამბობს, რომ ბავშვები გარიყული არიან საზოგადოებისგან, თუმცა მანამდე ისინი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იყვნენ. მათ ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოება ამას ვერ ხედავს. იმანი იმედოვნებს, რომ ბავშვებსაც დაეხმარებიან და ღმერთის წყალობით, თავიანთ საქმესაც წარმატებით გააგრძელებენ.

ჩრდილო-დასავლეთ სირიის მოსახლეობის დაახლოებით 29 პროცენტი სხვადასხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. გაეროს ინფორმაციით, საზოგადოებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების რეაგირება არ არის შესაბამისი.

ცენტრის ერთ-ერთი პედაგოგი რამა ალ ჰაჯი ამბობს, რომ საზოგადოებამ მასაც ჰკრა ხელი, იმიტომ, რომ სმენის პრობლემები  ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე ძლიერია და სურს, რომ ბავშვებს ჟესტების ენა, დამწერლობა და ციფრები ასწავლოს. მისი სურვილია, მათაც შეძლონ საზოგადოებასთან ადაპტაცია.

ცენტრი „იმედი“ყველანაირად უწყობს ხელს თავის თანამშრომლებს, რომ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ეს ხომ ასეთი იშვიათი მოვლენაა ომით გატანჯულ ქვეყანაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend