მთავარიევროპაშვედეთიშვედური კომპანია ხის ელემენტების შექმნაზე მუშაობს

შვედური კომპანია ხის ელემენტების შექმნაზე მუშაობს

შვედური კომპანია „ლიგნა ენერჯი“ ხის ელემენტებისა და ბატარეების შექმნაზე მუშაობს. პროდუქტი არა ხისგან, არამედ ლიგნინისგან მზადდება. ლიგნინი ხეში არსებული წებოვანი მასაა, რომელიც ხის სტრუქტურას კრავს.

კომპანია „Ligna Energy-ის“ აღმასრულებელი დირექტორი პიტერ რინგსტადი ამბობს, რომ გაფხვიერებული ლინინგისგან იქმნება ფენა, რომელიც ძალიან თხელი რკინისა და პლასტმასის ფოლგაზე გადააქვთ.

ასეთ ელემენტებს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.

ზოგს ლითიუმის ელემენტები არ მოსწონს, რადგან მათში ელექტროლიტი და კათოდური მასალაა, თუმცა ტექნოლოგიის დეპარტამენტი სწორედ ეს ორ მასალაზე ამაცვილებს ყურადღებას, რადგან მათ სურთ, ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა შეიმუშაონ.

შვედური კომპანიის პროდუქცია იდეალურია სენსორული ჩარჩოებისთვის, ასევე ე.წ. ჭკვიან შენობებში გამოსაყენებლად. მათი გამოყენება ელექტროსადგურებში ელექტროენერგიის  დიდი მოცულობით შესანახადაც შეიძლება. უარყოფითი მხარე ისაა, რომ  ენერგიის მაღალი სიმკვრივის გამო ეს ელემენტები ავტომობილებისთვის არ გამოდგება. თუმცა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც შუალედური ენერგოსაცავი დამტენ სადგურებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend