კატეგორიები

მორის ყვითელაშვილი პეკინის ოლიმპიური თამაშების ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს

მორის ყვითელაშვილი პეკინის ოლიმპიური თამაშების ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს

მორის ყვითელაშვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის მოკლე პროგრამაში პირველ ეტაპზე მის კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ქართველი სპორტსმენი ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. პირველ ეტაპზე მან გამოსვლა მეხუთე პოზიციაზე დაასრულა და ევროპელებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

26 წლის ათლეტმა გუნდურ თანრიგშიც წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ნაკრებს მეექვსე ადგილზე გასვლაში დაეხმარა.

მოკლე პროგრამაში ფინალური ეტაპის საგზური 30 მონაწილედან 24-მა დაიმსახურა. მორის ყვითელაშვილი ფინალურ ეტაპზე 10 თებერვალს იასპარეზებს.

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები