კატეგორიები

პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები ფიგურულ სრიალში ფინალს მიუახლოვდა

პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები ფიგურულ სრიალში ფინალს მიუახლოვდა

პეკინში ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე დაიწყო გუნდური შეჯიბრი ფიგურულ ციგურაობაში, რომლის პირველ ეტაპზე ქართველმა სპორტსმენებმაც იასპარეზეს.

მორის ყვითელაშვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა, გიორგი რევია და მარია კაზაკოვა მერვე ადგილზე გავიდნენ, ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ კი მეხუთე პოზიცია დაიკავეს.

ანასტასია გუბანოვას წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები საუკეთესო ხუთეულში მოხვდება და მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ანასტასია გუბანობა საქართველოს სახელით 6 თებერვალს იასპარეზებს.

პეკინი 2022 4 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, ოლიმპიადაზე 91 ქვეყნიდან 2871 ათლეტი მიიღებს მონაწილეობას.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი რუსულ ტანკერებზე შეზღუდვების დაწესებას G7-ის გარეშეც განიხილავს ფრანგული სტარტაპი სამედიცინო რეაბილიტაციაში ახალ სიტყვას ამბობს
სხვა ამბები