ბრიუსელში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. 1600-მდე დემონსტრანტს სამართალდამცველები აკონტროლებდნენ, რადგან წინა საპროტესტო გამოსვლების დროს მათ მაღაზიები დააზიანეს.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი ხმა, არც მთავრობას და არც მედიას ესმის. ამიტომ ისინი პარლამენტისთვის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პეტიციის მომზადებას აპირებენ.
ბრიუსელში საპროტესტო აქცია, რომელმაც დაპირისპირების გარეშე ჩაიარა, დაახლოებით 4 საათზე დასრულდა.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები არასწორი და მიუღებელია.