მთავარიევროპაპორტუგალიაგაიზრდება თუ არა მინიმალური ხელფასი პორტუგალიაში არჩევნების შემდეგ გადაწყდება

გაიზრდება თუ არა მინიმალური ხელფასი პორტუგალიაში არჩევნების შემდეგ გადაწყდება

30 იანვარს პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნები ქვეყანაში იმის შემდეგ დაინიშნა, რაც პარლამენტმა სოციალისტური მთავრობის ბიუჯეტი არ დაამტკიცა.

მინიმალური ხელფასი პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნების მთავარი თემაა. პირველ იანვარს სოციალისტურმა მთავრობამ მინიმალურ ანაზღაურებად 705 ევრო დააწესა. მემარცხენე პარტიები ამას არასაკმარისად მიიჩნევენ, ხოლო მემარჯვენეები მის ზრდას ეწინააღმდეგებიან. ექსპერტების თქმით, დაბალი ხელფასის გამო პორტუგალიში პრობლემები შეიქმნა.

„ხელფასების ნელი ზრდის გამო კვალიფიციური პორტუგალიელი მუშახელი ტოვებს ქვეყანას და მათ არაკვალიფიციური იმიგრანტები ანაცვლებენ. ამ გადინების გამო ქვეყანა ზარალდება“, – მიიჩნევს ეკონომისტი ჟაო დუკი.

ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით პორტუგალიაში მინიმალური ხელფასი საშუალოა. ექვს ქვეყანაში მინიმალური ანაზღაურებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ მოქმედებს. პორტუგალიის შრომის მინისტრის თქმით, ხელფასის გაზრდა კვალიფიციური მუშახელის შენარჩუნების ერთადერთი გზაა.

„აშკარაა რომ მინიმალური ხელფასის გაზრდა ჩვენს ეკონომიკას წაადგა. ესაა მტკიცებულება იმისა, რომ დაბალი ანაზღაურების შემთხვევაში დამატებული ღირებულება არ იქმნება“, – აცხადებს პორტუგალიის შრომის მინისტრი ანა მენდეს გოდინო.

2010 წლიდან მოყოლებული პორტუგალიაში მინიმალური ხელფასი 48 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად გაიზარდა ცხოვრების ფასიც.

„ფინანსური პრობლემები ბევრ ადამიანს აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქირაა გადასახდელი ან სახლი საყიდელი. ამ შემთხვევაში ადამიანები სახელმწიფოზე არიან დამოკიდებულნი“, – წუხს დამლაგებელი ამელია ფერნანდესი.

გაიზრდება თუ არა მინიმალური ხელფასი კიდევ უფრო მეტად. ამას პორტუგალიელები 30 იანვარს არჩევნებზე გადაწყვეტენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend