კატეგორიები

ერთი ლაბორანტის ამბავი

ერთი ლაბორანტის ამბავი

თამარ მამარდაშვილმა მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უმცროს ექიმად მუშაობა პანდემიის დროს დაიწყო. როგორც ამბობს, კორონავირუსის გამო საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა, თუმცა ერთი სული აქვს, როდის დამთავრდება პანდემია.

ყოველდღიურად იკვლევს პისიარტესტების პასუხებს, ნერვიულობს ნიმუშის უკან მდგარ ადამიანებსა და მათ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ იცის, რომ ტესტირებული კოვიდ-19-ის რისკჯგუფშია.

ხშირად არის ისეთი დღეებიც, როცა თავისი ან მისთვის ძვირფასი ადამიანების ტესტირების ნიმუშების გამოკვლევაც უწევს.

Related news
თვალებიდან გამონადენი, თვალის სიწითლე და ქავილი – ეს ახალი სიმპტომები ახასიათებს ომიკრონის ახალ ქვეშტამს ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი მეცნიერებისთვის გამოწვევად რჩება
სხვა ამბები