კატეგორიები

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა მეორედ გაუუქმეს

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა მეორედ გაუუქმეს

მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა მეორედ გაუუქმეს. გადაწყვეტილება ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა მიიღო. სერბ ჩოგბურთელს დეპორტაცია და 3 წლის განმავლობაში ავსტრალიაში შესვლის აკრძალვა ემუქრება. სპორტსმენის ადვოკატები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს იწყება. ჯოკოვიჩი ავსტრალიაში 21-ე გრანდ სლემის ტიტულის მოსაგებად ჩავიდა, თუმცა არავაქცინირებული ათლეტი სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში არ შეუშვა.

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები