კატეგორიები

“რეალმა” “ელ კლასიკო” მოიგო და ესპანეთის სუპერთასის ფინალის საგზური მოიპოვა

“რეალმა” “ელ კლასიკო” მოიგო და ესპანეთის სუპერთასის ფინალის საგზური მოიპოვა

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში “ელ კლასიკო” გაიმართა. საუდის არაბეთში “რეალ მადრიდმა” “ბარსელონა” 3:2 დაამარცხა. პირველ ტაიმში გოლები ვინისიუს ჯუნიორმა და ლუკ დე იონგმა გაიტანეს, მეორე ტაიმში კი თავი კარიმ ბენზემამ და ანსუ ფატიმ გამოიჩინეს.

გადამწყვეტი გოლი დამატებით დროში გავიდა. “სამეფო კლუბმა” ფედე ვალვერდეს გოლის შედეგად გაიმარჯვა.

„შესაძლოა ყველაზე მშვენიერი ელ კლასიკო არ გამოვიდა, თუმცა ძალიან დაძაბული იყო და ბოლომდე ვიბრძოლეთ. რთული და მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა. ბევრი კლასიკო გვითამაშია და ეს მათ შორის გამორჩეულია რადგანაც ფინალის საგზური მოვიპოვეთ. ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ,” – განაცხადა მატჩის შემდეგ “რეალ მადრიდის” ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ.

“რეალმა” ზედიზედ მეხუთე “ელ კლასიკო” მოიგო და სუპერთასის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც “ატლეტიკო მადრიდსა” და “ატლეტიკ ბილბაოს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები