მთავარიdraft geoნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს

მსოფლიოს ნომერ პირველი, ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში კოვიდპასპორტის არქონის გამო არ შეუშვა.

სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიაში ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მისაღებად გაფრინდა. ტურნირზე მხოლოდ ვაქცინირებული მოთამაშეები დაიშვებიან. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ჯოკოვიჩისთვის გამონაკლისი დაუშვეს, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლები 34 წლის ჩოგბურთელს წესების დარღვევის უფლებას არ აძლევენ.

ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემთხვევაში ნოლეს 21 დიდი სლემის ტიტული დაუგროვდება, ამ მაჩვენებლით იგი როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს გადაუსწრებს, რომლებსაც დიდი სლემის ტიტული 20-20-ჯერ აქვთ მოგებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend