მთავარიევროპაავსტრიაავსტრიის კანცლერად კარლ ნეჰამერი დაინიშნა

ავსტრიის კანცლერად კარლ ნეჰამერი დაინიშნა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ნეჰამერი ავსტრიის ახალ კანცლერად დაინიშნა მას შემდეგ, რაც ალექსანდერ შალენბერგი თანამდებობიდან 2-თვიანი მუშაობის შემდეგ გადადგა.

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლა მათი  მთავარი ამოცანაა და მის შესასრულებლად ყველამ ერთად და  დაუყონებლივ უნდა იმოქმედოს. მისი თქმით,  პირბადეებიც ერთგვარი ნიშანი და სიმბოლოა. ავსტრიის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა გაერთიანება, რათა დაამარცხონ პანდემია და შეებრძოლონ მის სოციალურ თუ ეკონომიკურ შედეგებს.

ავსტრიის ახალი კანცლერი კარლ ნეჰამერი კი საზოგადოებას ჰპირდება, რომ, როგორც კანცლერი, თავის საქმეს  დიდი სერიოზულობით შეუდგება. მისი თქმით, წარმოუდგენლად მძიმე სამუშაო ელით წინ, რადგან კორონავირუსი მოსახლეობას ტვირთად აწევს, ბევრ მოქალაქეს კი უკვე მოთმინებაც ეწურება.

ნეჰამერის წინამორბედმა შალენბერგმა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას უბრუნდება, განაცხადა, რომ იგი სებასტიან კურცის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ვითარების განმუხტვას ცდილობდა. შალენბერგმა  დადებითად შეაფასა ყოფილი კანცლერის მიერ შესრულებული სამუშაო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend