მთავარისპორტილიონელ მესიმ ოქროს ბურთი მეშვიდედ მოიგო

ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი მეშვიდედ მოიგო

პარიზში ოქროს ბურთის 65-ე დაჯილდოება გაიმართა. 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული “პარი სენ-ჟერმენისა” და არგენტინის ნაკრების შემტევმა, ლიონელ მესიმ დაიმსახურა.

34 წლის სპორტსმენმა ოქროს ბურთი მეშვიდედ მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მეორე ადგილიზე კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც ხუთი ოქროს ბურთი აქვს.

ამ სეზონში მესის მთავარმა კონკურენტმა, რობერტ ლევანდოვსკიმ წლის საუკეთესო ფორვარდის ტიტული მიიღო, ლევ იაშინის ჯილდო იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ დაიმსახურა, კოპას ჯილდო კი ახალგაზრდა ესპანელ ნახევარმცველს, პედრის გადასცეს.

ქალთა ფეხბურთში ოქროს ბურთით ალექსია პუტელასი დააჯილდოვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend