მთავარისპორტისაქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების გამარჯვება უზბეკეთთან

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების გამარჯვება უზბეკეთთან

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთი 1:0 დაამარცხა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა.

26 წლის ფორვარდისთვის ეს ნაკრებში სადებიუტო გოლია. “ჯვაროსნებმა” ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს. უზბეკეთთან გამარჯვებამდე საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში უკრაინისა და შვედეთის ნაკრებები დაამარცხა.

“არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო. მე ძირითად ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორ ვთამაშობთ და არა ნაჩვენებ შედეგს, მაგრამ სანაკრებო პაუზის კარგ განწყობაზე დასრულება მნიშვნელოვანი იყო. ამის გათვალისწინებით, შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა უკეთესად თამაში შეგვიძლია. ეს განსაკუთრებით პირველ ნახევარს ეხება, ჩვენ ძალიან ნელა ვმოძრაობდით და ამან პრობლემები შეგვიქმნა. შვედეთთან გამართული მატჩის შემდეგ გუნდი დაღლილი იყო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა იგივე განწყობით ჩავატარეთ, როგორიც საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩზე გვქონდა”,- განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

2021 წელს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებისთვის ეს ბოლო ამხანაგური მატჩი იყო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend