მთავარიევროპაავსტრიაავსტრია აუცრელებისთვის საყოველთაო კარანტინს აცხადებს

ავსტრია აუცრელებისთვის საყოველთაო კარანტინს აცხადებს

ავსტრიის სახელმწიფოს გეგმა, რომელიც არავაქცინირებული მოსახლეობისთვის ზომების გამკაცრებასა და კარანტინის გამოცხადებას გულისხმობდა, ძალაში კვირა ღამეს შევიდა. ამ გადაწყვეტილებას ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა.

შეზღუდვების გასაპროტესტებლად ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.

ახალი წესის მიხედვით, 12 წელზე უფროსი ასაკის არავაქცინირებულ პირებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა, გარდა იმ ძირითადი აქტივობებისა, როგორებიცაა მუშაობა, სასურსათო საყიდლებზე გასვლა, გასეირნება ან აცრა.

ხელისუფლება შეშფოთებულია სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო,  სამედიცინო პერსონალი ვეღარ უმკლავდება COVID-19 პაციენტების მზარდ ნაკადს.

“აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლო. ეს ზომები დისკრიმინაციულია, ჯანდაცვის მუშაკებს კანონით რომ ავალდებულებენ ვაქცინაციას, ესეც არასწორია. საინტერესოა, შემდეგში რომელ ჯგუფს დააძალებენ ვაქცინაციის გაკეთებას?”, – ამბობს აქციის მონაწილე.

“ეს სიგიჟეა. ავსტრიაში იმდენი პრობლემაა, მთავრობა კი ცდილობს, ხალხს ყურადღება გადაატანინოს, რომ მნიშვნელოვან პრობლემებზე აღარ იფიქროს”,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დაგეგმილმა კარანტინმა შაბათ-კვირას ვაქცინაციის ტემპის აჩქარება გამოიწვია, ავსტრია დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელშიც ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 65 პროცენტია სრულად აცრილი.

შეზღუდვები თავდაპირველად 10 დღე იმოქმედებს. არავაქცინირებული პირები, რომლებიც დაარღვევენ რეგულაციებს 1450 ევრომდე დაჯარიმდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend