მთავარიევროპაპორტუგალიაპორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ჩავარდნის შემდეგ პორტუგალიის პრეზიდენტის, მარსელუ რებელუ დი სოზას გადაწყვეტილებით, 2022 წლის 30 იანვარს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტმა გააკრიტიკა როგორც ხელისუფლების მოკავშირეები, ისე ოპოზიცია, რადგან მიიჩნევს, რომ კრიზისის დროს მათ ხელისუფლება, ფაქტობრივად, მარტო დატოვეს. წინასწარი გამოკითხვებით, პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა ლიდერობს.

პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დი სოზამ ქვეყანაში დანიშნა ვადამდელი არჩევნები, რომელიც იანვარში გაიმართება.

მარსელუ რებელუ დი სოზამ მიიღო გადაწყვეტილება, დაითხოვოს რესპუბლიკის ასამბლეა. მისი თქმით,  ქვეყანაში არჩევნები 2022 წლის 30 იანვარს ჩატარდება.

პრეზიდენტმა გააკრიტიკა როგორც ხელისუფლების მოკავშირეები, ისე ოპოზიცია, რადგან კრიზისის დროს ისინი ხელისუფლებას არ ეხმარებოდნენ.

პრეზიდენტის აზრით, უბრალო მოქალაქეებისთვის ეს ძნელი გასაგებია, რადგან მათ იმედი ჰქონდათ, რომ ბიუჯეტი დამტკიცდებოდა. იგი აღნიშნავს, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროში ისედაც ბევრი პრობლემა არსებობს და ამას დამატებული პოლიტიკური კრიზისი ნამდვილად აღარავის სურს.

ბიუჯეტის დამტკიცების ჩავარდნამ შეარყია მანამდე შედარებით სტაბილური მთავრობა. წინასწარი გამოკითხვებით კი, პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა ლიდერობს.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend