კატეგორიები

“ტოტენჰემმა” ნუნუ ესპირიტუ სანტუ გაათავისუფლა

“ტოტენჰემმა” ნუნუ ესპირიტუ სანტუ გაათავისუფლა

ლონდონის “ტოტენჰემმა” ნუნუ ესპირიტუ სანტუ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა “დეზებს” მხოლოდ 17 ოფიციალურ შეხვედრაში უხელმძღვანელა.

ინგლისის პრემიერლიგაში 10 ტურის შემდეგ “ტოტენჰემს” 15 ქულა აქვს და მეცხრე პოზიციას იკავებს. ესპირიტუ სანტუმ სამწვრთნელო ინგლისური კარიერა “ვულვერჰემპტონში” დაიწყო. 47 წლის მწვრთნელმა “ვულვზი” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

“ტოტენჰემი”  მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს კანდიდატურას განიხილავს.

დაკავშირებული ამბები
„დადგა დრო, დავთმო 7-ნომრიანი მაისური“ - კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
სხვა ამბები