კატეგორიები

სიცილიაზე წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სიცილიაზე წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კუნძულ სიცილიას იშვიათი ციკლონური შტორმი დაატყდა თავს, დაიტბორა კუნძულის გარკვეული ნაწილები, გარდაიცვალა 2 ადამიანი. უხვმა ნალექმა ქალაქის მოედნები და ქუჩები მთლიანად დატბორა.

ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა კამერით გადაიღო, თუ როგორ ივსება კატანიის მთავარი მოედანი წყლით. ადგილობრივმა მერმა გასცა განკარგულება, რომ  მაღაზიები შუაღამემდე დაკეტილიყო.

უკვე რამდენიმე დღეა ცუდი ამინდია სიცილიასა და სამხრეთ იტალიის სხვა ნაწილებში. ძლიერმა წვიმამ დააზიანა გზები და ხიდები. გაითიშა ელექტროენერგია. პროგნოზის მიხედვით, უამინდობა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

დაკავშირებული ამბები
იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში პარტნიორობა შეაჩერა რომი მიუღებლად მიიჩნევს პაპის მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკას
სხვა ამბები