კატეგორიები

მოჰამედ სალაჰმა სტივენ ჯერარდის რეკორდი მოხსნა

მოჰამედ სალაჰმა სტივენ ჯერარდის რეკორდი მოხსნა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში “ატლეტიკომ” “ლივერპულს” უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

“ლივერპულიდან” თავი მოჰამედ სალაჰმა გამოიჩინა. ეგვიპტელის ანგარიშზე დუბლია, რის შედეგადაც მას “წითლების” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდული 31 გოლი მოაგროვა და ლეგენდარულ სტივენ ჯერარდს გაუსწრო.

კიდევ ერთი გოლი ნაბი კეიტამ გაიტანა. დუბლი შეასრულა ანტუან გრიზმანმაც, მეორე ტაიმში კი მან წითელი ბარათი დაიმსახურა.

9 ქულით “ლივერპული” ჯგუფში პირველ ადგილზეა, “ატლეტიკოს” კი 4 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია კრისტიანო რონალდოს ბოლო მატჩი მუნდიალზე
სხვა ამბები