სტოკჰოლმში ჰოლოკოსტის ხსოვნასთან დაკავშირებით პირველი კონფერენცია 2000 წელს ჩატარდა. დღეს კი შვედეთში 20 წლის წინ პირველად გამართული ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციას იხსენებენ.
წლევანდელი კონფერენციისას განხილვის მთავარი თემა ანტისემიტიზმის გავრცელებაში სოციალური მედიის როლია.
ჰოლოკოსტისას, რომელსაც ასევე შოასაც უწოდებენ, 1941 წლიდან 1945 წლამდე ევროპის მასშტაბით ნაცისტური გერმანიის სს- ის შენაერთებმა 6 მილიონამდე ეთნიკური ებრაელი მოკლეს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა სამინისტროს მინისტრის მიხაელ როთის განცხადებით, მდგომარეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საგანგაშოა. ამის დასტურად კი მინისტრმა გერმანიაში ებრაელთა თავდასხმების ბოლო შემთხვევა მოიყვანა.
„ჩვენი მიზანი კიდევ ერთი დეკლარაციის მიღება არ არის, გამომდინარე აქედან, წარმოდგენილ დელეგაციებს მოვუწოდებ, წარმოადგინონ კონკრეტული ზომები, რომელთა მეშვეობითაც ჰოლოკოსტის ხსოვნა და ანტისემიტიზმისა და რასიზმის სხვა ფორმების წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება“, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა სამინისტროს მინისტრმა მიხაელ როთიმ.
ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 76 წლის შემდეგაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ანტისემიტიზმი სრულად დამარცხებული არ არის.
წლევანდელი კონფერენციის მიზანიც სწორედ ანტისემიტიზმთან ბრძოლაა. ეს შეხვედრა 2020 წლის ოქტომბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. კონფერენციას ონლაინ დაესწრებიან ისრაელისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტიც.