კატეგორიები

ნოვაკ ჯოკოვიჩი ფინალში დანიილ მედვედევთან დამარცხდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ფინალში დანიილ მედვედევთან დამარცხდა

დანიილ მედვედევი ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის გამარჯვებულია. რუსმა ჩოგბურთელმა ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი 3:0 დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი.

ჯოკოვიჩი გამარჯვების შემთხვევაში 21-ედ მოიგებდა დიდი სლემის ტიტულს და გადაასწრებდა რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს.

ქალთა თანრიგის ფინალში 18 წლის ემა რადუკანუმ 19 წლის ლეილა ფერნანდესი დაამარცხა და გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიგო.

Related news
ევროკავშირი რუსულ ტანკერებზე შეზღუდვების დაწესებას G7-ის გარეშეც განიხილავს ფრანგული სტარტაპი სამედიცინო რეაბილიტაციაში ახალ სიტყვას ამბობს
სხვა ამბები