კატეგორიები

ვენეციის 78-ე კინოფესტივალი 11 სექტემბრამდე გაგრძელდება

ვენეციის 78-ე კინოფესტივალი 11 სექტემბრამდე გაგრძელდება

ვენეციის 78-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე 7 სექტემბერს იტალიური ფილმის, „სიცილის მეფის“ მსახიობები გამოჩნდნენ.

ფილმის რეჟისორი მარიო მარტონე ვენეციაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა. იგი კონკურსში მონაწილეობას 2018 და 2019 წლებშიც იღებდა.

ფილმი ცნობილი ნეაპოლელი მსახიობის, ედუარდო სკარპეტას ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელსაც პლაგიატობისთვის უჩივლეს.

ასევე შედგა ფრანგული ფილმი “მოვლენის“ პრემიერა. ფილმში განხილულია 1960-იან წლებში გაკეთებული არალეგალური აბორტები.

„თავდაპირველად შოკირებული ვიყავი, რომ გავაცნობიერე ჩემი ცოდნა საიდუმლო აბორტების შესახებ რეალობისგან რამდენად განსხვავდებოდა. ანი ერნოს დამწერლობაში მისი სტილი მომწონს, რაც სუფთა და ამავდროულად ძალიან ღრმაა. ფილმის გადაღების სურვილი მაშინვე გამიჩნდა”,- ჰყვება ფილმის რეჟისორი, ოდრი დიუანი.

ვენეციის კინოფესტივალი 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.

Related news
კორტინა დ’ამპეცოში ადგილობრივებსა და სტუმრებს ვაშლის დესერტით უმასპინძლდებიან იტალიაში სტიქიური უბედურების შედეგად ხუთი მოლაშქრე დაიღუპა
სხვა ამბები