კატეგორიები

კრიშტიანუ რონალდუმ ალი დაეის რეკორდი გააუმჯობესა

კრიშტიანუ რონალდუმ ალი დაეის რეკორდი გააუმჯობესა

კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა. პორტუგალიის და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირებაში ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და ირანელი ალი დაეის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც ნაკრების მაისურით 109 გოლი აქვს გატანილი.

შეხვედრის დასაწყისში რონალდუს პენალტი 18 წლის ირლანდიელმა მეკარემ, გავინ ბაზუნუმ აუღო. მატჩის პირველი გოლი ირლანდიელებმა 45-ე წუთზე გაიტანეს, თავი ჯონ იგანმა გამოიჩინა,თუმცა მატჩის ბოლოს რონალდუმ ორი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

შედეგად, 36 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე პორტუგალიის ნაკრების მაისურით გატანილი 111 გოლია.

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები