კატეგორიები

მექსიკა ამერიკულ იარაღის მწარმობელებს უჩივის

მექსიკა ამერიკულ იარაღის მწარმობელებს უჩივის

მექსიკის მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების იარაღის მწარმოებლებსა და დისტრიბუტორების წინააღმდეგ ამერიკის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი აღძრა. სარჩელის მიხედვით იარაღის უკონტროლო და უკანონო ვაჭრობამ მექსიკაში დიდი სისიხლისღვრა გამოიწვია.

ეს უჩვეულო სარჩელი ბოსტონის სასამართლოში შევიდა. სარჩელი მიმართულია ამერიკის ცნობილი იარაღის მწარმოებელი ბრენდების მიმართ მათ შორის არიან „სმიტ ენდ ველსონი“, „ბერეტა“, „კოლტი“, „გლოკი“, სენჩარი არმსი და „რუპერ ეტ ბარეტი“.

„მექსიკაში იარაღის უკანონო ვაჭრობას მკვეთრად შევამცირებთ, თუ ისინი ვინც  ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ უკანონო ვაჭრობას  აწარმოებს, ხელს უწყობს და ახალისებს არ დარჩებიან დაუსჯელი. რათა კომპანიებმა შეწყვიტონ ის დაუდევარი პრაქტიკა, რომელიც  ზიანს აყენებს მექსიკას და აქ ხალხს კლავს“, – აცხადებს მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარსელო ებრარდო.

თავდაცვის არასამთავრობო  ორგანიზაცია „პუებლოს უნიდოს“ რაზმი პლანტაციებს ათვალიერებს. ისინი ამბობენ, რომ ავოკადოს მოყვანით დაკავებული ფერმერეები ქვეყნის ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ აღსდგნენ, რადგან ქვეყანას ისევ მოედო მათი ძალადობა.

Related news
მექსიკაში ეროვნულ გვარდიასა და ნარკოკარტელებს შორის მომხდარი შეტაკებისას გვარდიის 25 წევრი დაიღუპა ხალისკოს ახალი თაობის კარტელის ლიდერი, ნემესიო ოსეგერა სერვატესი, იგივე „ელ მენჩო” მოკლეს
სხვა ამბები