მთავარისპორტიმეორე ოქრო ტოკიოდან - ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მეორე ოქრო ტოკიოდან – ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და მისივე მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი გააუმჯობესა.

27 წლის საჩხერელმა სპორტსმენმა ატაცში 223 კგ აკვრაში კი 265 კგ აწია და ორჭიდში 488კგ მოაგროვა.

ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა, პირველად მან ეს 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე შეძლო.

საქართველოსთვის მიმდინარე ოლიმპიადაზე ეს მეორე ოქროს მედალია, პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა დაიმსახურა. ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ კი ბრინჯაოს მედალი აიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend