კატეგორიები

ვარშავის ანტიფაშისტური აჯანყებიდან 77 წელი გავიდა

ვარშავის ანტიფაშისტური აჯანყებიდან 77 წელი გავიდა

ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ვარშავისანტიფაშისტური შეიარაღებული აჯანყების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებას აჯანყების მონაწილე რამდენიმე ვეტერანიც ესწრებოდა. სიტყვით გამოსვლისას დუდამ იმ ადამიანების სიმამაცეს გაუსვა ხაზი, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად ნაცისტური გერმანიის ოკუპაციას დაუპირისპირდნენ.

ანჯეი დუდამ აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომელთა წყალობითაც გამარჯვება იზეიმეს, პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. მამაცი ხალხის დამსახურებით, მათი შვილები გაიზარდნენ ვარშავაში, იმ ქალაქში, რომელშიც ახლა პატრიოტიზმის, თავისუფლების სიყვარულისა და სუვერენიტეტის ატმოსფეროა.

მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, ვარშავის აჯანყება 63 დღე გაგრძელდა. აჯანყების დროს მომხდარ შეტაკებებს 10 000 მებრძოლი, ხოლო ნაცისტური გერმანიის დაბომბვებს 200 000 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.

გერმანელებმა კი მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი გაასახლეს, მათგან ბევრი საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს. ვარშავა კი ისე გაასწორეს მიწასთან, რომ ქალაქი ვეღარასდროს აღდგენილიყო. ცერემონიას ესწრებოდა გერმანელი პოლიტიკოსი არმინ ლაშეტიც. მან „პატარა მეამბოხის“ ქანდაკებასთან განცხადებაც გააკეთა.

დაკავშირებული ამბები
„ეს როტაციის გადავადებაა“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან 4000 სამხედროს გაყვანაზე აშშ-მა პოლონეთში 4,000 სამხედროს განლაგების გადაწყვეტილება გააუქმა
სხვა ამბები