მთავარიევროპახორვატიახორვატიაში პელეშაცის ხიდის მშენებლობა დასრულდა

ხორვატიაში პელეშაცის ხიდის მშენებლობა დასრულდა

ხორვატიაში დასრულდა პელეშაცის საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები. ხიდი პელეშაცის ნახევარკუნძულს ხორვატიის სხვადასხვა რეგიონს აკავშირებს. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი და მისი ღირებულება ჯამში 550 მილიონ ევროს შეადგენს.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი პელეშაცის საავტომობილო ხიდის მშენებლობის დასრულების ცერემონიას დაესწრო. ღონისძიების დროს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა, ბოლოს კი მშენებლობის დასრულების ნიშნად ფეიერვერკიც გაუშვეს.

პელეშაცის ხიდი ხორვატიის სამხრეთ ნაწილს, პელეშაცის ნახევარკუნძულს, ხორვატიის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს. ხორვატიისთვის ეს ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის განსახორციელებლად ევროკავშირის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში 357 ევრო გამოიყო. მშენებლობის მთლიანი ხარჯი კი 550 მილიონ ევროს შეადგენს.

ხიდთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობის დასრულებას 2022 წლის ტურისტული სეზონისთვის გეგმავენ. ხიდის მეშვეობით მოგზაურებს პელეშაცის ნახევარკუნძულზე მოსახვედრად აღარ მოუწევთ ბოსნია-ჰერცეგოვინის გავლა. როდესაც ხიდის მშენებლობა დასრულდება, მისი სიგრძე 2.4 კილომეტრი, სიმაღლე კი 55 მეტრი იქნება და მასზე 4 საავტომობილო ზოლი განთავსდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend