კატეგორიები

ჩემპიონობა 50 წლის შემდეგ

ჩემპიონობა 50 წლის შემდეგ

“მილუოკი ბაქსი” NBA-ის ჩემპიონია. ფინალურ სერიაში მაიკ ბუდენჰოლცერის ბიჭებმა “ფინიქს სანსი” 4:2 დაამარცხეს და “მილუოკის” მეორე საჩემპიონო ტიტული მოუპოვეს.

პირველად ეს კარიმ აბდულ ჯაბარისა და ოსკარ რობერტსონის “ბაქსმა” 1971 წელს გააკეთა.

ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ, რა თქმა უნდა, იანის ანტეტოკუნმპო დასახელდა, რომელმაც მეექვსე შეხვედრაში 50 ქულა, 5 დაფარება და 10 მოხსნა მოაგროვა.

“ბაქსი” ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ისტორიაში მეხუთე გუნდია, რომელმაც ფინალური სერია ორი მატჩის წაგების შემდეგ მოიგო.

გიორგი სანაძე

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია კრისტიანო რონალდოს ბოლო მატჩი მუნდიალზე
სხვა ამბები