კატეგორიები

იტალია ევროპის ჩემპიონია

იტალია ევროპის ჩემპიონია

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის ფინალში ინგლისი “უემბლიზე” პენალტების სერიაში დაამარცხა.

ანგარიში მეორეზე წუთზე ლუკ შოუმ გახსნა და ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.

იტალიელებმა წონასწორობა მატჩის მეორე ნახევარში აღადგინეს, თავი ლეონარდო ბონუჩიმ გამოიჩინა.

დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში კი გუნდების მეკარეებმა, ჯორდან პიკფორდმა და ჯანლუიჯი დონარუმამ შესანიშნავად ითამაშეს. გამარჯვებული კი იტალიის ნაკრები გახდა, გადამწყვეტი პენალტი დონარუმამ ბუკაიო საკას აუღო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლეონარდო ბონუჩი დაასახელეს, ტურნისი საუკეთესო ფეხბურთელი კი ჯანლუიჯი დონარუმა გახდა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ესპანეთის ნახევარმცველი, პედრი აღიარეს, ბომბარდირი კი 5 გოლით კრიშტიანუ რონალდუ გახდა.

გიორგი სანაძე

 

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია საფრანგეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია
სხვა ამბები