მთავარი ამბები საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისა და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, თბილისში ორი აქცია გაიმართა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისა და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, თბილისში ორი აქცია გაიმართა

ელენე ელბაქიძე საპროტესტო აქციას შეუერთდა და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდა. თანამოაზრეების მხარდასაჭერად სახელმწიფო კანცელარიასთან სხვა ახალგაზრდებიც მივიდნენ. “ტრანსპორტი ყველას” – ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო მოძრაობა “მწვანეების” წევრებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და კომენდანტის საათის მოხსნა მოითხოვეს.

„საპროტესტო აქციას იმ მიზნით შემოვუერთდი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას ვაპროტესტებ. ვისაც ავტომობილი ჰყავს, მისთვის გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს. უმრავლესობას კი ამის ფუფუნება არ გვაქვს. საჭიროა, რომ ქვეყანა გაიხსნას’’, – ამბობს ელენე ელბაქიძე.

ტრანსპორტის სასწრაფოდ აღდგენისა და სხვა აკრძალვების მოხსნის მოთხოვნით, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გაიმართა საქართველოს პარლამენტთან. სამოქალაქო მოძრაობის „ერთიანი ახალგაზრდობა – საქართველოსთვის“ აქტივისტებმა სხვადასხვა შინაარსის პლაკატები წარმოადგინეს და ხელისუფლებას მიმართეს.

პროტესტი აქცია „მთავრობა ხალხს აკონსერვებს და ჩვენი პერფორმანსიც ამას გამოხატავს. ხალხი ძალიან ცუდ სიტუაციაშია. აკრძალვები უნდა მოიხსნას. ხელისუფლება საზოგადოებას უნდა დაეხმაროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ძალიან მალე უნდა აღდგეს“, – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯონი ქურასბედიანი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 სააათიდან დილის 05:00 საათამდე ძალაში პირველ მარტამდე რჩება.

ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

უახლესი

სხვა ამბები