კატეგორიები

ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ევრო 2020-ის ნახევარფინალში ინგლისმა დანია დამატებით დროში დაამარცხა და ისტორიაში პირველად ტურნირის ფინალში ითამაშებს.

ანგარში 30-ე წუთი დანიელებმა გახსნეს. 21 წლის მიკელ დამსგაარდმა ჯარიმა შესანიშნავად შეასრულა. ეს არის ერთადერთი გოლი, რომელიც ინგლისმა ევრო 2020-ზე ფინალამდე გაუშვა.

9 წუთის შემდეგ ბუკაიო საკასა და რაჰიმ სტერლინგის აქტიურობის შედეგად დანიელთა კაპიტანმა, სიმონ კიაერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

დამატებით დროში ერთადერთი გოლი ჰარი კეინმა გაიტანა. ინგლისელთა კაპიტანს პენალტი კასპერ შმეიხელმა აუღო, თუმცა მოგერიებულ ბურთზე სწრაფად ითამაშა და ინგლისი ფინალში გაიყვანა.

ფინალი კი 11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ინგლისი იტალიას დაუპირისპირდება.

გიორგი სანაძე

დაკავშირებული ამბები
F ჯგუფიდან პლეი ოფში ნიდერლანდების, იაპონიისა და შვედეთის ნაკრებები გავიდნენ ეკვადორმა გერმანიას თამაში შემოუტრიალა და „პლეი ოფში“ გავიდა
სხვა ამბები