მთავარიბრიუსელის ბიუროევროკავშირის მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთთან ურთიერთობაა

ევროკავშირის მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთთან ურთიერთობაა

ევროკავშირის ქვეყნები არ ეთანხმებიან საფრანგეთისა და გერმანიის გეგმას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ოფიციალური შეხვედრების განახლების შესახებ.

ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ძალიან ჰგავს დათვისთვის თაფლის მოპარვის მცდელობას.

პარასკევს, დილით ევროკავშირის ლიდერებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ ისინი “შეისწავლიან ამ საკითხს. პუტინთან შეხვედრებსა და სამიტის გეგმებზე საუბარი არ იყო.

ევროკავშირი ორად იყოფა მაშინ, როდესაც რუსეთთან ურთიერთობაზე ჩამოვარდება საუბარი. რუსეთი ევროკავშირის უდიდესი ბუნებრივი აირის მიმწოდებელია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო კონფლიქტებსა და ევროპის სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის ირანის ბირთვული შეთანხმებაში, სირიასა და ლიბიაში.

 

”დღეს შეუძლებელი იყო შეთანხმება, თუმცა ჩვენ აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა შევკრებილიყავით. ჩემთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან დიალოგის ფორმატის შენარჩუნება. პირადად მე მსურს, რომ ევროკავშირმა უფრო თამამი ნაბიჯები გადადგას. თუმცა, ის, რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ, უკვე კარგია და ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

სამიტის დროს ევროკავშირის ლიდერები უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ.

ცოტა ხნის წინ უნგრეთის პარლამენტმა მიიღო სადავო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს სკოლებში ისეთი ინფორმაციის განხილვას და გავრცელებას, რომელიც, ხელისუფლების აზრით, ჰომოსექსუალობას და სქესის შეცვლას უწყობს ხელს.

კანონმა ლიდერების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. მათი თქმით, ევროკავშირმა მსგავს კანონპროექტზე თვალი არ უნდა დახუჭოს რადგან ის ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend