კატეგორიები

საფრანგეთში თვითმმართველობის არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

საფრანგეთში თვითმმართველობის არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. არჩევნები კვირას, 20 ივნისს გაიმართება.

გამოკითხვების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებზე საფრანგეთის მოქალაქეების დაბალ აქტივობას ელიან, მთავარი საკითხი კი, რომლის ირგვლივაც პოლიტიკური პარტიების დებატები მიმდინარეობს, უსაფრთხოებაა.

კვლევების თანახმად, ამ არჩევნებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები საფრანგეთის ამომრჩეველთა მთავარი პრიორიტეტია. თუმცა ეკონომიკური, საცხოვრებელი პირობებისა და გარემოს გაუმჯობესებაც მნიშვნელოვანი თემებია.

საფრანგეთში სამ უდიდეს რეგიონში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ლიდერობს მარი ლე პენის პარტია ,,ეროვნული ფრონტი’’ შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დიდ რეგიონებში  მემარჯვენეებმა გაიმარჯვონ.

 

 

დაკავშირებული ამბები
სააპელაციო სასამართლო პროცესის ბოლო დღეს სარკოზი აცხადებს, რომ ლიბიის საქმესთან დაკავშირებით ბრალი არ მიუძღვის პარიზში, სასწავლო პროცესის შემგომ საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრში, სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
სხვა ამბები