კატეგორიები

სომხეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

სომხეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

სომხეთში 20 ივნისისთვის დანიშნული ვადამდელი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

შვებულებაში მყოფი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას მართავს.

ერთ-ერთ რაიონში ამომრჩევლებთან შეხვდრის დროს ფაშინიანმა განაცხადა, რომ მას და მის თანამებრძოლებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 60%-ის მიღების იმედი აქვთ.

სომხეთში ვადამდელი არჩევნები აპრილის ბოლოს მას შემდეგ დაინიშნა, რაც  პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა.

ფაშინიანის გადაწყვეტილება აზერბაიჯანთან ომის შემდეგ შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა განაპირობა.

დაკავშირებული ამბები
ევროკომისია სომხეთს დამატებით 18 მილიონ ევროს გამოუყოფს „სამხრეთ კავკასიის მომავლის განმსაზღვრელი“ არჩევნები სომხეთის მმართველი პარტიის გამარჯვებით დასრულდა
სხვა ამბები